ბიზნესი
15/03/2021

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი: ასეთ აქტივობას არ ველოდით

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ ყველა ფილიალი გაიხსნა. კომპანიის დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ დღეიდან მუშაობის განახლებას აფასებს და აცხადებს, რომ მოსახლეობის აქტივობამ მოლოდინს გადააჭარბა.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ მუშაობის განახლება დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვით შეძლო. საუბარია, დაახლოებით 200 000 ლარზე.

„დიდი აქტივობაა დილიდან, კოვიდამდე პერიოდში, დილით ასეთი მომართვიანობა არასოდეს ყოფილა. დღეს ყველა ფილიალში ადამიანების  საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო მოსული. მგონია, რომ პანდემიამ კიდევ უფრო შთანერგა ადამიანებში, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამხელა მომართიანობას არ ველოდით, ყველა მოლოდინს გადააჭარბა,“ - აცხადებს ასათიანი.

მისი განმარტებით, „ოკტოპუს ფიტნეს კლუბში“ ფასები არ შეცვლილა, რადგან კომპანია ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს ითვალისწინებს.

როგორც ასათიანი აღნიშნავს, დღეს სპორტ დარბაზებში მისული მომხმარებელი ძირითადად 1 თვიან პაკეტებს ყიდულობს. მოთხოვნადია როგორც 3 და 6 თვიანი, ისე 1 წლიანი აბონიმენტებიც. 

„არამარტო ძველი და ერთგული  მომხმარებელი დაგვიბრუნდა, არამედ, ბევრი ახალი მომხმარებელიც დარეგისტრირდა,“ - აცხადებს გიორგი ასათიანი.

მისივე განმარტებით, ასეთი აქტივობის პირობებშიც კი კომპანია პანდემიამდე ნიშნულს მინიმუმ 2 წელი ვერ დაუბრუნდება.

ასათიანის განცხადებით, ამ დროისთვის ახალ პროექტებზე  საუბარი არ არის. მომავალ კვირას კი კომპანია აპირებს მიმართოს ფინანსთა სამინისტროს, რათა საგადასახადო შეღავათები სპორტული დარბაზების ინდუსტრიაზეც გავრცელდეს. საუბარია, 4 თვის საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერაზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სპორტულმა დარბაზებმა მუშაობა დღეიდან განაახლეს.  ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესდა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022