ბიზნესი
23/11/2020

"ოქროს შუალედზე უნდა შევჯერდეთ" - რა ახალ შეზღუდვებს განიხილავს მთავრობა

სარესტორნო ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდენენ. შეხვედრას დაესწრო რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძეც. ის “ბიზნესპარტნიორთან” იმ შესაძლო ვარიანტებს ასახელებს, რაც დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების შემთხვევაში განიხილება.

“დამატებითი შეზღუდვები, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაშია, ეს პირობითად, შაბათ-კვირას სამუშაო რეჟიმის აკრძალვა, დამატებით საათების შეზღუდვა, სფეროს მთლიანად მიტანის სერვისზე გადასვლა და ა.შ”,- განმარტა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერი ახალი შეზღუდვა სარესტორნო სექტორისთვის “ლოქდაუნის” ტოლფასი იქნება.

“მკაფიოდ ვთქვი, რომ სფერო ისეთ მდგომარეობაშია, რომ დამატებითი შეზღუდვები ნიშნავს “ლოქდაუნს”. იმ რეალობაში, რაშიც დღესდღეობით სფერო მუშაობს, 95% რესტორნებისთვის უკვე თითქმის “ლოქდაუნია”. შეხვედრები გაგრძელდება იმისთვის, რომ შევჯერდეთ ოქროს შუალედზე. გამოსავალი კი მთავრობამ და ბიზნესმა ერთად უნდა ვეძებოთ”,- აღნიშნა რესტორატორმა.