ბიზნესი
12/05/2023

ოქროს ფასი მაისის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, $2000-ს ჩამოსცდება - რატი მესხიშვილი

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება, კერძოდ,  ერთთვიან პერიოდში ძვირფასი მეტალი თითქმის 9%-ითაა გაძვირებული. დღეისათვის,  ერთი უნცია ოქროს ფასი 2,015 დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო ბაზრების პარალელურად, ოქრო და ოქროს ნაკეთობები ძვირდება საქართველოშიც. გაზრდილი ფასების გამო კი გაყიდვების მაჩვენებელი ადგილობრივ ბაზარზე იკლებს, შედეგად, ოქროს ბირჟის დილერები შემცირებულ გაყიდვებზე ჩივიან და ფიქრობენ, რომ ზაფხულის სეზონზე მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Galt & Taggart-ის უფროსი ასოცირებული ბროკერი რატი მესხიშვილი აცხადებს, საეთაშორისო ბაზრებზე ოქროს გაძვირება აპრილის თვიდან დაიწყო და სწორედ ამ პერიოდიდან, ძვირფასი მეტალის ღირებულება 2000 დოლარს გადასცდა.

„დარგის ექსპერტები ოქროზე ფასების ზრდას გლობალურ ინფლაციას, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგიონალური ბანკების პრობლემებსა და საპროცენტო განაკვეთების ზრდას უკავშირებენ. ოქროს გაძვირება ინვესტორების მოლოდინებთანაც პირდაპირ კავშირშია.  გლობალურ ბაზრებზე არსებული ქაოსის ფონზე, ინვესტორები ოქროს ყველაზე სანდო საინვესტიციო აქტივად მიიჩნევენ, რაც ზრდის მასზე მოთხოვნას და შესაბამისად, ფასებსაც.  მოგეხსენებათ, ოქრო ინფლაციისგან ჰეჯირების ერთ-ერთ ტრადიციულ საშუალებად მიიჩნევა,  ცენტრალური ბანკები კი მას ფინანსური არასტაბილურობისგან თავის დასაზღვევად ყიდულობენ“, - აღნიშნა რატი მესხიშვილმა.

მისივე ინფორმაციით,  რაც შეეხება ოქროსთან დაკავშირებულ პროგნოზებს, დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მსხვილი საერთაშორისო ბანკების გაკოტრების ფონზე, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ, აშშ-ის ფედერალური რეზერვი წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზეც გადაერთოს, რაც, დადებითად აისახება ოქროს ფასზე. კერძოდ, Galt & Taggart-ის უფროსი ასოცირებული ბროკერი პროგნოზირებს, რომ ოქროს ფასი 2000 დოლარს მაისის ბოლოსთვის ჩამოსცდება.

ცნობისთვის, წინა წელთან შედარებით, ოქროს საერთაშორისო ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია. 2022 წლის განმავლობაში ოქროს ფასები, ძირითადად, 1800 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, თუ არ ჩავთვლით გასული წლის დასაწყისს, როცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების გამო, გარკვეული პერიოდი ოქროს ფასი 2000 დოლარს გადასცდა. რაც შეეხება კიდევ უფრო ადრეულ პერიოდს, 2020 წლის დასაწყისში, პანდემიის სტარტის დროს, 1 უნცია ოქროს ღირებულება 1400 დოლარიდან 2400 დოლარამდე გაიზარდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023