NOVA: სამშენებლო მასალების ფასი ნელ-ნელა შემცირებას იწყებს
სამშენებლო და სარემონტო მასალების მწარმოებელი ქართული კომპანია NOVA-ს დამფუძნებელი ზვიად აბულაძის თქმით, უკანასკნელი ორი წელი გამორჩეულია, პანდემიის და მსოფლიოში პოლიტიკური მოვლენების გამო. გლობალურად კი ლოგისტიკურ ნაწილშიც და მათ შორის ფასების მხრივ ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადი სიტუაციაა.
"ჩვენი კომპანია ძირითადად დაკავებულია წარმოებით, რომლის რეალიზაციასაც თავად ვახდენთ. შედეგად მთლიან რეალიზაციაში ჩვენს წარმოებულს დაახლოებით 60%-მდე უჭირავს. წარმოებაში დიდ გავლენას ახდენს მსოფლიოში რკინის ფასი, მოგეხსენებათ პანდემიის პერიოდში მკვეთრად გაზრდილი ფასები იანვრამდე გაგრძელდა და შემნდეგ ნელ-ნელა კლება დაიწყო. თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კვლავ ფასების არასტაბილურობა გამოიწვია. დღეისთვის, მეტ-ნაკლებად კლების ტენდენციით ხასიათდება რკინის ისივე როგორც სხვა სამშენებლო მასალის ფასები.
პროდუქციის ნაწილი იმპორტირებულია, შესაბამისად ლარის კურსის სტაბილურობამ დადებითი გავლენა იქონია სამშენებელო მასალების ღირებულებაზე და გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 10-15%-ით იკლო. რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აისახება გაყიდვებში. ამასთან, არ ველოდებით ლარის მნიშვნელოვან გაუფასურებას, რის საფუძველსაც გზავნილების და ექსპორტის პოზიტიური მაჩვენებლები გვაძლევს."-აღნიშნავს ზვიად აბულაძე.
ცნობისთვის, სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოება 2011 წლიდან NOVA-მ საკუთარი საწარმოო ხაზი გახსნა, რომლის მოდერნიზაცია და გაფართოვებაც დღემდე გრძელდება. კომპანია უკვე 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს და საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს რამდენიმე ბრენდს.