ბიზნესი
10/04/2023

"ნოსტე" წლის ბოლომდე ფილიალებს ბათუმშიც გახსნის

მეფრინველეობის კომპანია GPP-ი, რომელიც ქათამს და ქათმის პროდუქტებს „ნოსტეს“ ბრენდით აწარმოებს, წლის  ბოლომდე ბრენდულ მაღაზიებს ბათუმშიც გახსნის.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტა,  რეგიონებში გაფართოებასა  და ახალი მაღაზიების დამატებას არსებული მოთხოვნა განაპირობებს. გიორგი ფირცხალაიშვილის თქმით, პროდუქტზე სააღდგომო პერიოდში მოთხოვნა განსაკუთრებით იმატებს.

„ნოსტეს ქართული ქათმის ხორცპროდუქტების მომხმარებელთა რაოდენობა მუდმივად მზარდია. რა თქმა უნდა, სადღესასწაულო პერიოდებში მნიშვნელოვნად მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება ხორცპროდუქტებზე, თუმცა, კომპანიის მენეჯმენტს სრული მზაობა გააჩნია აღნიშნული გამოწვევების დასაკმაყოფილებლად,“- აღნიშნა გიორგი ფირცხალაიშვილმა.

მისივე თქმით, პროდუქტზე ფასი სტაბილურად ნარჩუნდება.

„ნოსტეს ხორცპროდუქტების  გასაყიდი ფასები პირდაპირ პროპორციულია იმ ნედლეულის ფასების, რომელიც აუცილებელია კომპანიის საწარმოების ოპერირებისთვის. უახლოეს მომავალში მკვეთრ ცვლილებებს ფასთან დაკავშირები არ ვგეგმავთ,“-განმარტა გიორგი ფირცხალაიშვილმა.

შეგახსენებთ, „ნოსტე“ 2018 წელს დაფუძნდა და განვითარებაში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მეფრინველეობის ფერმა წლიურად დაახლოებით 3,000 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს.

„ნოსტე“ მომხმარებელს სთავაზობს ქათმის ხორცის სრულ ასორტიმენტს, როგორც მთლიან ქათამს ასევე მის ნაწილებს. ასევე, „ნოსტე“-ს გაყინული პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში.

არსებული ქარხანა კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში მდებარეობს.

„ნოსტეს“ პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე კომპანიის 50-მდე საფირმო მაღაზიაში არის შესაძლებელი, რომლებიც განთავსებულია თბილისის, რუსთავის და მცხეთის მასშტაბით. „ნოსტეს“ პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია კომპანიის  პარტნიორი კომპანიების (კარფური, გუდვილი, ორი ნაბიჯი, ნიკორა, ფრესკო) სუპერმარკეტებში. მომხმარებელს ასევე შეუძლია ისარგებლოს „გლოვოს“ მიტანის სერვისით.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023