ბიზნესი
31/10/2023

ნოემბრის ბოლოს, თბილისში "წერტის"  რიგით მეოთხე ფილიალი გაიხსნება

ნოემბრის ბოლოს თბილისში „წერტის“  რიგით მეოთხე ფილიალი გაიხსნება.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნა, პროექტში დაახლოებით,  200 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ახალი ფილიალი რიგის ქუჩაზე განთავსდება.

„ეს იქნება მცირედით განსხვავებული კონცეფციის ფილიალი. აღარ იგეგმება ადგილზე  წარმოება, თუმცა რა თქმა უნდა,  ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია მოხდება.  ეს არის მეოთხე ფილიალი.  სამწუხაროდ,  ვერ გაამართლა წყნეთის ფილიალმა, ვერ მუშაობს ისე როგორც ველოდით, შესაბამისად, ვხურავთ  და გადმოგვაქვს  თბილისში. პრინციპში ბუნებრივიცაა, რადგან თვე-თვენახევარია იქ ხალხი და მერე ძირითადად, იცლება.“- აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, ასევე სოფლის პროდუქტების მაღაზია "წერტი" კომპანია "აგროქიზიყმა" 2019 წლის ზაფხულში გახსნა.

 

Businesspartner