ბიზნესი
26/10/2023

ნინო კობახიძე - "აბრეშუმის გზის ფორუმი" ბიზნეს სექტორისთვის მნიშვნელოვანია

„ვფიქრობ, 2015 წლიდან უკვე ისტორიული დანიშნულება აქვს „აბრეშუმის გზის ფორუმს, არამხოლოდ პოლიტიკურ და გლობალურ ველზე. ჩვენი აქ ყოფნა, ბიზნესის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თვალსაზრისით და საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით“, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსის" გენერალურმა დირექტორმა ნინო კობახიძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, წელს ფორუმს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონული ჰაბისა და  ახალი საინვესტიციო პოტენციალის შეთავაზების კუთხით.

„მთელი რიგი ბიზნესშეხვედრები გვაქვს დაგეგმილი. მიგვაჩნია, რომ წელს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი, როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციის განსაზღვრა და ახალი საინვესტიციო პოტენციალის შეთავაზება ჩვენი პარტნიორებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც  წარმოდგენილი არიან, როგორც მეზობელი, ასევე  ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნიდან“

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი,“ რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცა. იგი  მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც  აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022