ბიზნესი
29/07/2023

"ნიკოლო ბრეგამ" საათების წარმოება დაიწყო

ხელნაკეთი ხის სათვაალეების მწარმოებელმა ბრენდმა "ნიკოლო ბრეგა“ საათების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ს“ ბრენდის დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ბრეგაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, საათების ხაზი 2 წლიანი მუშაობისა და მრავალჯერადი ტესტირების შედეგია, სადაც სადა და მინიმალისტურ დიზაინში იაპონური მექანიზმია მოთავსებული.

"სათვალე არის ჩვენი ძირითადი პროდუქცია. მომხმარებლებისგან მოთხოვნა იყო, რომ სხვა პროდუქციაც დაგვემატებინა, თუმცა ძირითადი აქცენტი საათზე იყო გაკეთებული.

იქიდან გამომდინარე, რომ ვხატავ და ესკიზებს თავად ვქმნი, გადავწყვიტე ჩემი ესკიზები რეალობად მექცია და საათების წარმოება დამეწყო. "- აცხადებს ბრეგაძე.

აღსანიშნავია, რომ საათის მოდელი სამ განსხვავებულ ფერშია წარმოდგენილი და მისი ფასი კი 300 ლარი იქნება.

სამომავლოდ ბრენდი არჩევანის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას გეგმავს. გარდა ტყავისა, “ნიკოლო ბრეგას“ საათები ვერცხლის სამაჯურებითაც იქნება ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება ექსპორტს, ბრენდი საათების გატანას ამერიკაში გეგმავს, სადაც ამ დრომდე სათვალეების ექსპორტს ახორციელებდა, ხოლო ევროპის მასშტაბით, ონლაინ გაყიდვებით იქნება წარმოდგენილი. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023