ბიზნესი
10/03/2023

ნიკოლი: ხელფასები 15-20%-ით გავზარდეთ, თუმცა, კადრების დეფიციტი ისევ გამოწვევაა

საბავშვო ტანსაცმლის ქართულმა ბრენდმა „ნიკოლი“ დასაქმებულების ხელფასი 15-20%-ით გაზარდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ბრენდის დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ანაზღაურების ზრდის მთავარი მიზანი კადრების შენარჩუნება და ახალი დასაქმებულების მოზიდვაა.

„ჩვენს დარგში კადრების დეფიციტი ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ბუნებრივია, ჩვენ როგორც ერთ კომპანიას, არ გაგვაჩნია ბერკეტი, რომ ეს პრობლემა სრულად გადავჭრათ ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, ლოკალურად რომ აღმოგვეფხვრა კადრების დეფიციტი, ხელფასების ზრდის პროცესი 2022 წლიდან დავიწყეთ და ამან, მოკლევადიან პერიდში, ეს პრობლემა მოგვიგვარა“, - აღნიშნა ნიკა ნიკოლაიშვილმა.

მისივე განმარტებით, ამჟამად, „ნიკოლში“ 25 მკერავი მუშაობს, თუმცა, მათი რაოდენობის გაორმაგება იგეგმება.

„როგორც იცით, წარმოების გაზრდას ვაპირებთ, ვინაიდან, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. ამიტომ, ბუნებრივია, დაგვჭირდება ახალი კადრების მოზიდვა“,-განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდის „ნიკოლი“-ს დამფუძნებელმა.

საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ 2017 წელს დაფუძნდა. კომპანია, ამჟამად, 3 მაღაზიას ფლობს, მათ შორის, 2 - თბილისში, 1 - ბათუმში. 

„ნიკოლის“ პროდუქცია ექსპორტზეც გადის - კანადაში, საუდის არაბეთსა და ლიბანში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022