ბიზნესი
28/09/2023

ნიკო ნიკოლაძე: ნუშის სექტორში ინვესტირება საინტერესოა

„წელს საქართველოში 3 000 ტონა გაურჩეველი ნუშის მოსავალს  ველოდებით“ - ამის შესახებ კაკლისა და ნუშის მწარმებელთა ასოციაციის საბჭოს წევრმა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

ნიკო ნიკოლაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო მონაცემებით 4000 ტონა ნუშის ბაღია გაშენებული.

„ეს მაჩვენებელი ძალიან ცოტაა, მაგრამ ყოველწლიურად გაიზრდება რადგან ახალი ბაღები შედის მსხმოიარობაში. დღეისათვის ქართული ნუშის ინდუსტრია მზად არ არის, რომ ევროპის ბაზარზე გავიდეს, მითუმეტეს წლევანდელი მოსავალი. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ ვიცით მოსავლის აღება დაბინავება, შეფუთვა და ბევრი მიმართულებით არის გამოწვევა.  თუმცა, ეს გზა გასავლელი იყო, დიდი ინვესტიცია გვაქვს ცოდნის მიღებაში გადახდილი. ვფიქრობ, დაახლოებით სამ წელში ინდუსტრია მზად იქნება, რომ ევროპის ბაზარზე აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი.“ - აღნიშნა ნიკო ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ნუშის ბაღების გაშენების მაჩვენებელი მინიმუმ ხუთჯერ მაინც უნდა გაიზარდოს იმისთვის რომ საქართველო  საერთაშორისო ბაზარზე აქტიურად იყოს წარმოდგენილი.

„ნუშის სექტორი ინვესტორებისთვის საინტერესო საინვესტიციო პროდუქტია, თუ ინვესტიცია ცოდნაზე დაფუძნებით მოხდება. საინტერესოა თუნდაც იმიტომაც, რომ კლიმატური პირობები და წყლის რესურსი ხელს გვიწყობს. გაყიდვის არეალი კი საკმაოდ დიდია.“- აღნიშნა კაკლისა და ნუშის ასოციაციის მწარმოებელთა ასოციაციის საბჭოს წევრმა.

agropartner.ge

Businesspartner