ბიზნესი
06/07/2023

ნიკა მამუკელაშვილი: საქართველოში პრემიუმ ხარისხის ხილის და ბოსტნეულის ნატურალურ წვენებს აწარმოებენ

საქართველოში პრემიუმ ხარისხის ხილის და ბოსტნეულის ნატურალურ წვენებს აწარმოებენ. ამის შესახებ  სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკა მამუკელაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ეს კომპანიები ექსპორტზე წარმატებით გადიან.

"კომპანიები, რომლებიც ამერიკაში ექსპორტზე გადიან, პრემიუმ ხარისხის ხილის და ბოსტნეულის ნატურალურ წვენს აწარმოებენ - ეს შეგვიძლია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვთქვათ.  რამდენიმე კომპანია, წლების განმავლობაში, ამ ხაზს საერთოდ არ ყიდდა საქართველოში და ორიენტირებული იყო საექსპორტო ბაზარზე. ადგილობრივმა მოსახლეობამ არც კი ვიცოდით ამ კომპანიების არსებობა საქართველოს ბაზარზე", - აღნიშნა ნიკა მამუკელაშვილმა "ბიზნესი რუსთავი 2"-თან სტუმრობისას.

მან ნიუ-იორკში საკვები და სასმელი პროდუქტების ყოველწლიური გამოფენაც შეაფასა, სადაც პირველად საკუთარი პროდუქცია 16-მა ქართულმა კომპანიამ წარადგინა.

მისი თქმით, გამოფენის ფარგლებში, ქართველ მწარმოებელსა და საერთაშორისო შემსყიდველს შორის 200-მდე ბითუბი შეხვედრა გაიმართა.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეგისტრირებული და ავტორიზებული საერთაშორისო ვიზიტორების და შემსყიდველების რიცხვი აჭარბებდა 47 000-ს. ნაწილი ესტუმრა სტენდს, ნაწილმა გამართა მოლაპარაკება ქართველ მწარმოებელთან, ნაწილმა დაათვალიერა და მოინიშნა, რომ საქართველო იღებდა მონაწილეობას.

საქართველოში იწარმოება კვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია, ღვინის გარდა, სადაც ჩვენ ამერიკის ბაზარზე დაახლოებით 30%-იანი ზრდა გვაქვს. სხვადასხვა პერსპექტიული პროდუქტი გვაქვს, როგორიცაა თხილი და თხილის პროდუქტები, ხილის და ბოსტნეულის ნატურალური წვენები, მტკნარი და მინერალური წყლები, ჩაი, ჩირეული, რომელმაც მოწონება დაიმსახურა",- აცხადებს ნიკა მამუკელაშვილი.

როგორც მან აღნიშნა, გამოფენაზე დიდი ინტერესი იყო საქართველოში წარმოებულ ხილის და ბოსტნეულის წვენებზე.

"რამდენიმე კომპანია ამერიკის ბაზარზე უკვე კარგად არის პოზიციონირებული. ხილის და ბოსტნეულის ნატურალური წვენების მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში დაახლოებით 10-15 კომპანიაა, რომელიც ძალიან მაღალი დონის წვენს და სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს. ისინი ფლობენ საერთაშორისო სტანდარტს, სერტიფიკატს, რომელიც არის ერთგვარი სავიზიტო ბარათი, იმისათვის, რომ შეხვიდე საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირში, ჩინეთში, ამერიკაში, კანადაში და ყველა იმ სამიზნე ბაზარზე, სადაც ჩვენ გვინდა მოხვედრა", - აცხადებს ნიკა მამუკელაშვილი.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023