ბიზნესი
26/09/2023

"ნიამორმა" მუხრანში მრავალფუნქციური კომპლექსის ნაწილი გახსნა

კომპანიამ „ნიამორი“   მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მრავალფუნქციური კომპლექსის ნაწილი გახსნა. საუბარია, ღვინის გადამამუშავებელ საწარმოსა და მარანზე, რომელიც  მუხრანში მდებარეობს და ყურძენსაც აქტიიურად იბარებს.  

საწარმო 2 000 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთზეა განთავასებული, აქედან შენობა-ნაგებობა 500 კვ. მ ფართობზეა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა გიორგი ბოჭორიშვილმა განუცხადა, მიმდინარე წელს კომპანია 25-30 ტონამდე ყურძნის მიღება-გადამუშავებას გეგმავს.

„დამზადდება როგორც თეთრი, ისე წითელი და ვარდისფერი ცქრიალა ღვინო. გვექნება მაღალალკოჰოლური მიმართულებაც, მათ შორის ჭაჭა და ბრენდი. აქამდე კომპანია კასპში, იჯარით აღებულ საწარმოში ახდენდა ღვინის წარმოებას, რომელსაც ძირითადად ონლაინ ყიდდა. ახალი საწარმო კი მოგვცემს შესაძლებლობას გავზარდოთ რაოდენობები და ექსპორტზეც გავიდეთ,“-აცხადებს ბოჭორიშვილი.

კომპლექსის მეორე ნაწილი, რომელიც გასართობ სივრცეს (50 ადამიანზე გათვლილი)  მოიაზრებს, 2024 წლისთვის გაიხსნება. პროექტის  ჯამური საინვესტიციო ღირებულება 600 000 ლარამდეა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, კომპანიაში ამ ეტაპისთვის 15-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომპანია „ნიამორი“  ბაზარზე 2017 წლიდან ფუნქციონირებს და ალკოჰოლური სასმელებს ჩამოსხმული სახით, გრავირებას უკეთებს და რეალიზაციას ახდებს.

კომპანია გასულ წელს აცხადებდა, რომ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას საგურამოში გეგმავდა, სადაც გაერთიანებული იქნებოდა როგორც ღვინის გადამამუშავებელი საწარმო და მარანი, ისე სხვადასხვა დასასვენებელი (მათ შორის რესტორანი, სპა ცენტრი) და საქმიანი სივრცეები. დღეს ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულმა პროექტმა ცვლილება განიცადა და განახლებული სახით მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ხორციელდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023