ნავთობზე მოთხოვნა პანდემიამდე არსებულ დონეს 2023 წლიდან დაუბრუნდება
Galt&Taggart გლობალური ბაზრების მიმოხილვა გამოაქვეყნა. მიმოხილვაში არაერთ საკითხთან ერთად ნავთობის ფასის ცვლილების საკითხიცაა განხილული.
„ოქტომბრის პირველ კვირაში ქარიშხალმა დელტამ მექსიკის ყურეში ნავთობმოპოვებითი სამუშაოების 92%-ის გაჩერება გამოიწვია. ამის შედეგად, ნავთობის ფასი გაიზარდა და 9 ოქტომბრის მდგომარეობით ბარელზე 40 აშშ დოლარს აღემატებოდა. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო (IEA) ნავთობზე მოთხოვნის პანდემიამდე არსებულ დონემდე დაბრუნებას 2023 წლიდან მოელის, ხოლო შემდეგი ათწლეულის განმავლობაში ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას პროგნოზირებს, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გავლენით. ეს პროგნოზი შეესაბამება BP-ის მოლოდინებს, რომელიც მომავალი 30 წლის განმავლობაში ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას მოელის. ამის საპირისპიროდ, OPEC, რომელიც 14 უმსხვილეს ნავთობექსპორტიორს აერთიანებს, მომავალი 20 წლის განმავლობაში ნავთობზე მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებს“,- წერია მიმოხილვაში.