ბიზნესი
25/09/2023

ნავთობიმპორტიორთა კავშირი: საქართველოს საწვავის დეფიციტი არ ემუქრება

საქართველოს საწვავის დეფიციტი არ ემუქრება, რადგან არსებობს საკმარისი მარაგები, -ამის შესახებ "ბისნესპარტნიორთან" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი აცხადებს.

რაც შეეხება ფასებს, მხოლოდ  მაშინ გახდება როდესაც ახალი პარტნიორების მოძიების საჭიროება დადგება, რომლებიც  ბაზარზე რუსულ ნავთობს ჩაანაცვლებენ.

"მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, წინასწარ კი საწვავის ღირებულების განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელია.  მარაგები ყველა კომპანიას აქვს.  მე ადრე ვამბობდი, რომ მარაგები არის ისეთი სტრატეგიული, რომ ზუსტად ახლა დაიწყებენ ნელ-ნელა გამოყენებას, მაგრამ ამასობაში ჩვენ სხვა წყაროებზე გადავჯდებით. რას მოგვცემს ეს, როგორ ფასებს, ამას ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ ვნახავთ, როცა მოგვაწოდებენ.

სადამდე გასტანს, ეს რუსული ღონიძიება, ე.წ ბაზრის მოწესრიგება, არავინ იცის, ეს ასეთი მარტივი არ არის. გამიჭირდება ვთქვა, რომ რუსეთივით დაბალი ფასი მოვიძიოთ დღესდღეობით სადმე."- აღნიშნავს ვახტანგ იობაშვილი.

მათივე თქმით, რა თქმა უნდა, რუსეთის ამ გადაწყვეტილებას საწვავის ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ბაზარზე გავლენა ექნება, თუმცა მნიშვნელოვანია ის თუ როგორ იმოქმედებენ სხვა იმპორტიორები და რამდენად მოახდენენ მათი წილის გაზრდას.

ნავტობიმოირტირთა ასოციაციაში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა რამდენიმე ქვეყნისთვის გამონაკლისი დაუშვას, მათ შორის საქართველოსთვისაც, თუმცა ეს ვარაუდიც იქედან გამომდინარეობს, რომ რუსეთი თავის გადაწყვეტილებებში არასტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის წილი საქართველოს ნავთობის იმპორტში თითქმის 80%-ს შეადგენს. თუმცა, 21 სექტემბერს რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ  საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ამის მიზეზად კი რუსეთის ტერიტორიაზე შექმნილი დეფიციტი სახელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023