ბიზნესი
21/02/2023

"ნატურინო" ჯანსაღი პროდუქტების სასაჩუქრე "ბოქსებს" შექმნის

წარმოების გაზრდა და პროდუქტთა ფართო ასორტიმენტის შექმნა ყველა სეზონისთვის, საბითუმო ხაზის განვითარება რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის და ა.შ, ეფექტური მიწოდების ჯაჭვის აწყობა, რამაც საბოლოო ჯამში უნდა გააიაფოს პროდუქტი, - ეს იმ გეგმების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ნატურალური პროდუქტების მწარმოებელ ბრენდ „ნატურინოს“ აქვს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა თამარ კაპანაძემ განუცხადა, „ნატურინოს“ სამომავლო გეგმებში ასევე შედის სასაჩუქრე „ბოქსების“ შექმნა ჯანსაღი პროდუქტებით.

„გარდა ამისა, ვაპირებთ შეფუთვის ინოვაციური მეთოდების გამოყენებას. ასევე დიდი სურვილი გვაქვს „შოურუმის“ გაკეთების“, - აღნიშნა „ნატურინოს“ დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი „ნატურინო“ გასულ წელს გამოჩნდა. ის მომხმარებელს სხვადასხვა სახის ნატურალურ პროდუქციას სთავაზობს, მათ შორისაა: ხილი და ბოსტნეული (მხოლოდ ქართული), თხილეული, ჩირეული, მწნილეული, ასევე ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: ჩურჩხელა, სოფლის კვერცხი, ლობიო და ა.შ.

 „ნატურინოს“ პროდუქტების ძირითადი ნაწილი წარმოებულია გორის რაიონის სოფელ კარბში, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელია და ასევე, განეკუთვნება მაღალმთიან რეგიონს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022