ბიზნესი
31/05/2021

ნათია თურნავა: პანდემიას ისე უნდა ვებრძოლოთ, რომ ბიზნესი არ შევზღუდოთ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის ბრძოლის პარალელურად ბიზნესი არ უნდა შეიზღუდოს. 

“ვიდრე არსებობს პანდემია და კაცობრიობა არ მოერევა ამ სენს, რა თქმა უნდა ყოველთვის არსებობს რისკები, რასაც ვათვითცნობიერებთ და თვალს ვუსწორებთ. ბოლო დროის პოლიტიკაა - ვებრძოლოთ პანდემიას, შევაკავოთ მისი განვითარება და რა თქმა უნდა ვაქცინაციის ტემპები გავზარდოთ. მაგრამ, ეს ყველაფერი ისე უნდა მოვახერხოთ, რომ არ შევზღუდოთ ბიზნესი, ეკონომიკა და პირიქით, მოვახერხოთ გახსნა. ჩვენ ამას ვახერხებთ. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაცილებით მდგრადი და ძლიერია. გარდა ამისა, ვისწავლეთ უსაფრთხოდ როგორ ვმართოთ თუნდაც საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადები. უკონტროლოდ არ ვხსნით შეზღუდვებს.  წერტილოვანი შეზღუდვების მექანიზმებსაც ვინარჩუნებთ. რომელიღაც ქვეყნდან თუ მომატებული საფრთხეა, შეგვიძლია დროებით იქიდან ვიზიტორები შევზღუდოთ. ვინც შემოდის, შემოდის ვაქცინაციის ცნობით, “პისიარ“ ტესტის უარყოფით პასუხით, დაზღვევით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის შეფასებით, საქართველოში ვაქცინაციის ტემპი იზრდება და ჩავარდნა არ იქნება.

“ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ ვაქცინის მწარმოებელი ქვეყანა, თუმცა ვავითარებთ ფარმაცევტულ ინდუსტრიას და მომავალში არაფერია გამორიცხული, მაგრამ დრესდღეობით ჩვენ ვართ იმპორტიორი ქვეყანა, მაგრამ მთავრობის ძალისხმევით, პრემიერის პირადი ჩართულობით ძალიან დამაიმედებელი დინამიკა გვაქვს და ვაქცინაციის ტემპში ჩავარდნა არ იქნება. სასიხარულოა, რომ მოსახლეობა ძალიან მაღალ თვითშეგნებას იჩენს, ვაქცინაციის მოთხოვნა ძალიან მაღალია, რაც ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით ძალიან დამაიმედებელია. მიწოდების კუთხით ჯამურად ჩვენ პრობლემა არ შეგვექმნება“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023