ბიზნესი
09/05/2023

ნაყინის სეზონი დაიწყო - "თოლია" წელს 5-6 ახალ სანაყინეს გახსნის

„თოლია“ სანაყინეების ქსელს აფართოებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, სანდრო ლომთაძემ განუცხადა, ჯამურად, „თოლია“ წელს გაყიდვების 5-6 წერტილს დაამატებს. ახალი ობიექტები თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში გაიხსნება.

„რუსთავში 2 ახალ ობიექტს გავხნით, ერთს „რუსთავი მოლში“, მეორეს თვითონ ქალაქში. ორივე ობიექტი ოპერირებას უახლოეს დღეებში დაიწყებს. დიდი გეგმები გვაქვს დასავლეთ საქართველოსთან მიმართებითაც. კერძოდ, ქუთაისში დავამატებთ კიდევ 2 ობიექტს.

რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის პარკის რეკონსტრუქციის შემდეგ განახლებული ობიექტი აქაც გაიხსნება,“, - განმარტა სანდრო ლომთაძემ.

მისივე თქმით, ახალი სანაყინეების დამატების გადაწყვეტილება კომპანიამ გაყიდვებისა და მოთხოვნის მაჩვენებლების ზრდის გამო მიიღო. გარდა ამისა, განიხილება „თოლიას“ საწარმოს მოდერნიზება და ახალი საწარმოო ხაზების დამატება.

შეგახსენებთ, კომპანია ”თოლია” ქართულ ბაზარზე 26 წელზე მეტია ოპერირებს და ნაყინის, დაახლოებით, 60-ამდე სახეობას აწარმოებს. კომპანიაში დასაქმებულია 400 ადამიანი და მათი რიცხვი ახალი სანაყინების გახსნის პარალელურად გაიზრდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022