ბიზნესი
24/12/2021

ნაჯა ორაშვილი: ამ წუთებში ლუქავენ "ბასიანს"

ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილი „ბასიანთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს და თუ არ ვცდები თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს. მიზანი ცხადზე ცხადია - ჩვენი განადგურება!,“-წერს ნაჯა ორაშვილი FB-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, 22 დეკემბერს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა,რომ  საქართველოში "ომიკრონის" შტამი უკვე დაფიქსირდა და მისი გავრცელების პოტენციალიც არის. აქედან გამომდინარე, საბჭო ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილებას ვერ იღებს. 

მანამდე, კლუბი „მტკვარზე“ თანადამფუძნებელმა ქეთა გაბუნია „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, რომ თუ მთავრობა ღამის კულუბების გახსნის გადაწყევტილებას არ მიიღებდა, ინდუსტრია დაუმორჩლებლობას გამოაცხადებდა და კლუბებს მაინც გახსნიდნენ.