ბიზნესი
24/05/2023

მზეთამზე: არასტანდარტული პურებიდან, ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ლურჯი პურია

არასტანდარტული პურებიდან, თბილისის მასშტაბით, ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი მოლურჯო ფერის და ცეხვილის პურებია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ პურის მწარმოებელი კომპანია „გემოვანის“ დამფუძნებელმა ირაკლი ჩავლეშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, „მზეთამზეს“ ბრენდით წარმოებული ლურჯი პური ყველაზე სწრაფად იყიდება და ის მომხმარებლებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. „ლურჯი პური, მუდმივად დეფიციტშია. სწრაფად ცარიელდება დახლები“, - განმარტა ირაკლი ჩავლეშვილმა.

"გემოვანის" დამფუძნებელი ლურჯი პურის შემადგენლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მის ფერს განაპირობებს სარეველა ბალახი მახობელა, რომელიც ასევე მარცვლეულია და ხორბლის მეგობარ ბალახად მიიჩნევა.

„დაფქვის შემდეგ, მახობელას დოზირებულად შეზავება პურში, მატებს მას გემოვნურ თვისებებს, ასევე ენერგეტიკულ თვისებებს. ცხობის დასრულების შემდეგ კი პური იღებს სპეციფიკურ, მოლურჯო ფერს“, - აღნიშნავს „გემოვანის“ დამფუძნებელი.

ირაკლი ჩავლეშვილის ინფორმაციით, საკმაოდ პოპულარულია „მზეთამზეს“ მოწითალო პურიც. „მასში გამოიყენება 7 პროცენტი წიპწის ფქვილი. ყურძნის წიპწას ვურევთ ფქვილში და ყურძნის სასარგებლო თვისებები გადადის პურში. ასევე, გვაქვს შავი ქლიავის ჩირით დამზადებული პური, რომელიც ნამცხვარივით გემოვნური თვისებების მატარებელია და მოტკბო გემო აქვს. ვამზადებთ ნივრის პურსაც“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ჩავლეშვილმა.

მისივე განმარტებით, კომპანია „გემოვანი“ მუდმივად ექსპერიმენტების ჩატარების პროცესშია და არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში ახალი ფერის პურები დაამატოს.

ცნობისთვის, „მზეთამზეს” პური მზადდება უძველესი ტექნოლოგიით - ქართული ხორბლის ფქვილითა და ბუნებრივი საფუარით, ქიმიური დანამატების გარეშე. „გემოვანი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიით ინდუსტრიულად აწარმოებს პურს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023