ბიზნესი
14/04/2021
მწვანე კონცხზე Luxury Collection-ის გახსნა 2023 წლამდე გადაიდო
მწვანე კონცხზე 5 ვარსკვლავიანი Marriott Brand, Luxury Collection კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2023 წლამდე გადავადდა, - განუცხადეს „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის განმახორციელებელ თანაინვესტირების ფონდის შემადგენლობაში არსებულ „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში“.
ფონდის ინფორმაციით, პროექტის დასრულების გაჭიანურების მიზეზი პანდემიაა, რომელმაც მშენებლობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა.
120 ნომრიან სასტუმროში განთავსდება სპა, აუზი, ფიტნეს ცენტრი, რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები, საბავშვო - სარეკრიაციო ზონა და დამატებითი სივრცეები ბიზნეს შეხვედრებისა და კონფერენციებისათვის.
პროექტის ჯამური ღირებულება 70 მლნ დოლარია.