ბიზნესი
13/07/2023

მწვანე კონცხი ბოტანიკოს კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

უნიკალური ადგილმდებარეობისა და კონცეფციის მქონე პროექტი, „მწვანე კონცხი ბოტანიკო" დასრულებულია და მობინადრეების მისაღებად მზადაა.

ბოტანიკო წარმოადგენს საცხოვრებელი ბინების კომპლექსს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, რომელიც ჩაფლულია მარადმწვანე, სუბტროპიკულ მცენარეებში და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია აჭარის რეგიონში.

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“სილქ დეველოპმენტის“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტია, ბათუმის ცენტრიდან 9 კმ-ში და ბოტანიკური ბაღიდან 2 წუთის ფეხით სავალზე. 1.5 ჰექტარის ფართობზე გადანაწილებული საცხოვრებელი კომპლექსის მთავარი ხიბლი განუმეორებელი ზღვის პეიზაჟები და მშვიდი, კენჭებიანი სანაპიროს სიახლოვეა. საცხოვრებელი ფართები ისეა დაპროექტებული, რომ ყველა ბინიდან 180 გრადუსიანი ხედები იშლება ზღვაზე.

სუბტროპიკული მიკროკლიმატისა და საუკუნოვანი, უნიკალური კოლექციით განთქმული, ბოტანიკური ბაღის სიახლოვის გამო, „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ს შემოგარენი მრავალფეროვანი მცენარეული სამყაროთი გამოირჩევა.

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ შედგება სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შენობისგან. აქედან,2 საცხოვრებელი ნაგებობაა, სადაც სულ 80 საცხოვრებელი ბინაა, მესამე კი, გასართობი ბლოკია, და აქ განთავსებულია ღია საცურაო და საბავშვო აუზები, სავარჯიშო დარბაზი და რესტორანი.

საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული 80-ვე ბინა მფლობელს ბარდება დასრულებული რემონტით, გათბობისა და კონდიცირების ინდივიდუალური სისტემებით, სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით, „ჭკვიანი სახლის“ სისტემით. აქ ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული დასვენებისთვის.

კომპლექსში სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი აპარტამენტების ყიდვაა შესაძლებელი: ყველაზე მცირე 42 მ2 სტუდიოს ტიპის ბინაა. ასევე - 1, 2 და 3 საძინებლიანი აპარტამენტები, სადაც საერთო ფართის დაახლოებით 20-30% უჭირავს აივნებსა და ვერანდებს, რაც ზღვასთან, მზესთან და ბუნებასთან კიდევ უფრო ახლოს გაგრძნობინებთ თავს და ზაფხულის დღეებს განსაკუთრებით სასიამოვნოს გახდის.

„მწვანე კონცხი ბოტანიკოს კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია და ყველა პირობაა შექმნილი, რომ აპარტამენტების მფლობელებმა ზაფხული საკუთარ სახლში გაატარონ და გამორჩეული შთაბეჭდილებები მიიღონ. ჩვენი მიზანია, კლიენტების პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და თითოეული მაცხოვრებლისათვის ჯანსაღი და გასართობი აქტივობებით დატვირთული გარემოს შექმნა.  კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები კომპანია „ანაგმა“ შეასრულა, დიზაინი კი, MUA-ს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ მაცხოვრებლების კომფორტულ დასვენებაზე და სათანადო მომსახურების გაწევაზე, მთელი წლის განმავლობაში „სილქ ჰოსფითალითის“ გამოცდილი გუნდი იზრუნებს“, - გიორგი კაპანაძე, სილქ დეველოპმენტის ბიზნესის განვითარების დირექტორი.

„სილქ დეველოპმენტის“ თითოეული პროექტი ინდივიდუალური მიდგომით გამოირჩევა.  წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ არქიტექტორულ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განისაზღვრება პროექტის უნიკალური მახასიათებლები, ადგილმდებარეობა და გარემო, იმისათვის, რომ მოხდეს მშენებლობის ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმა. განსხვავებული არქიტექტურის, ექსტერიერის და ინტერიერის შექმნა, პრემიუმ ხარისხის სამშენებლო მასალების გამოყენება და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვა -  პროექტებზე მუშაობისას მთავარ ამოცანას წარმოადგენს.

სილქ დეველოპმენტის შესახებ: Silk Development- ავითარებს და ახორციელებს სილქ როუდ ჯგუფის უძრავი ქონების გამორჩეულ პროექტებს საქართველოში, სტუმარმასპინძლობის სფეროში წლების განმავლობაში დაგროვებული უდიდესი გამოცდილების გათვალისწინებით. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023