ბიზნესი
09/05/2022

მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ფასთა ინდექსაციის წესი დაამტკიცა

მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთან ინდექსაციის გამოყენების წესი დაამტკიცა. შესაბამისი განკარგულება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული. 

განკარგულების თანახმად, ფასთა ინდექსაცია განხორციელდება მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში - 2022 წლის პირველი აპრილიდან შესრულებულ და შემდგომში ანაზღაურებულ სამუშაოებზე; აგრეთვე, მიმდინარე და 2022 წლის 1 მაისამდე გამოცხადეული ტენდერების ფარგლებში შესრულებულ და შემდგომში ანაზღაურებულ სამუშაოებზე. 

ფასთა ინდექსაცია შეეხება შესრულებული და შემდგომში ანაზღაურებული სამუშაოების ღირებულების 70%-ს, რომლის ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს საინდექსაციო თანხის ოდენობის  10%-ს. 

საქსტატს დაევალა, შეიმუშაოს შესაბამისი ინდექსი და უზრინველყოს თანმდევი პროცედურების დანერგვა არაუგვიანეს 2022 წლის 1 ოქტომბრისა, რომლის შესაბამისად განხორციელდება ამ განკაგრულებით დამტკიცებული წესით გათვალისიწნებული ფასთა ინდექსაციის ანაზღაურება. 

 

Businesspartner