ბიზნესი
06/07/2021

მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ მხარდაჭერას შესთავაზებს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესს მთავრობა კომპლექსულ მხარდაჭერას შესთავაზებს, რომელიც მოიცავს სესხის პროცენტის სუბსიდირებას - ეს გაგრძელდება სესხლის მთელი ხანგრძლივობის პერიოდში და არა სამი წლის მანძილზე, როგორც ახლაა.

“პარალელურად ვთავაზობთ სესხის თანაუზრუნველყოფას ჩვენი საკრედიტო საგარანტიო სქემის მეშვეობით, რომელიც 2020 წლიდან ძალიან წარმატებით ამოქმედდა და უკვე 250-მდე პროექტი მხარდაჭერილია“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ჩნდება ახალი კომპონენტი - გრანტი.

“ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ჩვენს მიერაა იდენტიფიცირებული მცირე ბიზნესში, უფრო მეტად მოიზიდონ სახსრები, გადაიარაღდნენ და განვითარდნენ - ეს არის საკუთარი კაპიტალის ნაკლებობა. ჩვენ ამ პრობლემის ადრესირებას ვაკეთებთ გრანტით, რომელიც იქნება სესხის მოცულობის 15%-ის ოდენობით, მაქსიმუმ ნახევარი მილიონი ლარი, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება საექსპორტო და იმპორტჩამნაცვლებელი ინდუსტრიების“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი ინფორმაციით, მხარდაჭერის კიდევ ერთი ახალი პროგრამაა - ე.წ. ბიზნეს უნივერსალური მხარდაჭერა.

“აქამდე ჩვენ მცირე ბიზნესები, რომელიც მიმართავენ პროგრამას “აწარმოე საქართველოში“, ან სარგებლობენ საკრედიტო-საგარანტიო დახმარებით, ან სესხის პროცენტის უზრუნველყოფით, აქ ჩვენ ორივე დახმარებას ერთად ერთ პაკეტში ვთავაზობთ“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, იზრდება პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ მოცულობა. პროგრამა 211 ბიზნესის სახეობის ნაცვლად 360-მდე სახეობას მოიცავს, მათ შორის სიახლეა სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურება,  ტურიზმის ყველა კომპონენტი, სარესტორნო ინდუსტრიის და განთავსების ობიექტების ჩათვლით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023