"მთავრობა ე. წ. შაბათ-კვირის "ლოქდაუნს" განიხილავს"
„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის სამსახურის დირექტორი ამბობს, რომ ბიზნესმა მთავრობისგან ერთგვარი დაპირება მიიღო, კონკრეტულად შეღუდვები რომელიმე სფეროს არ შეეხება, ის ყველა სფეროზე თანაბრად გავრცელდება და უნდა მოიძებნო შუალედური გამოსავალი.
თეიკო ლომინაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რომ მთავრობასთან სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა შეზღუდვების შესაძლო სცენარები განიხილეს.
„ვიმსჯელეთ გამოსავალზე. ვისაუბრეთ რამდენიმე სცენარზე, იქნება ეს სამუშაო საათების შემცირება, თუ დამატებით სამუშაო დღეების შემცირება. კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც განგვიმარტეს, მთავრობა გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს. ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რითეილისთვის დეკემბრის თვე. ვიმსჯელეთ, რა უნდა გაკეთდეს რომ დეკემბერში შევძლოთ ფუნქციონირება. აქ არ არის საუბარი სრულ „ლოქდაუნზე“. საუბარია გონივრულ შეზღუდვებზე, რომელსაც ექნება ეფექტი. გაჟღერდა ასეთი ტიპის შეზღუდვაც, რომ არსებობს ქვეყნის მაგალითები, სადაც ე. წ. შაბათ-კვირის „ლოქდაუნი“ იყო ერთ-ერთი შეზღუდვა. საერთაშორისო გამოცდილება აქტიურად იყო განხილული. მათ გაიგეს ჩვენი ხმა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დეკემბრეში მოხდება სრული „ლოქდაუნი“ და ჩვენ ვერ შევძლებთ ფუნქციონირებას, კონკრეტულად ეს სფერო ამას ვერ გადაიტანს. ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ სრული „ლოქდაუნი“ დეკემბერში არ იქნება“,- ამბობს ლომინაძე.