ბიზნესი
15/10/2020
მთავრობა ბიზნესის მხარდაჭერას გააგრძელებს - გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა ბიზნესის მხარდაჭერას გააგრძელებს. რა სახის იქნება ეს დახმარება, გიორგი გახარია არ აკონკრეტებს.
„საქართველოს მთავრობა ბიზნესის გვერდით დგომას გააგრძელებს. განსაკუთრებით, იმ ბიზნესის, რომელიც ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზიანდა. მათ შორის, ტურისტულის. ტურისტულმა ბიზნესმა ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო. სახელმწიფოს რესურსები არ არის ამოუწურავი, თუმცა გვესმის, რომ სწრაფი შემდგომი აღდგენისთვის ამ სექტორების დახმარება ჩვენი საერთო ინტერესია, ამიტომ ჩვენ ამ დახმარებას გავაგრძელებთ“,- განაცხადა გიორგი გახარია.