ბიზნესი
05/06/2023

მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალი ჩატარდა

ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია ყველის 45-მა  მწარმოებელმა წარმოადგინა. ყველის ტრადიციულ სახეობებთან ერთად, ფესტივალის სტუმრები ახალ, ინოვაციურ პროდუქციასაც გაეცნენ.

„სახელმწიფო მხარს  უჭერს მერძევეობის დარგის განვითარებას, როგორც პირველადი წარმოების, ასევე, გადამუშავების და საერთაშორისო სტანდარტებისა და სისტემების  დანერგვის მიმართულებებით. აღნიშნული ფესტივალიც, რომელიც  უკვე წლებია სამინისტროს მხარდაჭერით იმართება,  ემსახურება   მწარმოებლების აქტიურ მხარდაჭერას და ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ.

ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარის, ქართული ყველის ისტორიის მკვლევარის ანა მიქაძე-ჩიკვაიძის  თქმით, ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება,  მწარმოებლებმა საკუთარი პროდუქცია გააცნონ მომხმარებელს; ეს არის გარკვეული წარმატება, როდესაც სექტორს აქვს საკუთარი ფესტივალი და უამრავი მომხმარებელი ელოდება  მას წლიდან წლამდე. 

ფესტივალის სტუმრებს საქართველოში წარმოებული ყველის არაერთი სახეობის, მათ შორის: დამბალხაჭოს, ჩეჩილის, ტენილის, სულგუნის, თაფლსა და ღვინოში დავარგებული ყველის, შებოლილი სულგუნისა და თხის ყველის ნაირსახეობების დეგუსტაციისა და ყიდვის საშუალება ჰქონდათ.

ყველის ფესტივალს,  რომელიც   ქართული ყველის მწარმოებელთა  გილდიის ორგანიზებით ჩატარდა, მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა. ღონისძიების  მხარდამჭერი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023