მთაწმინდის პარკი: პანდემიის გამო ბევრი პროექტი გაგვიჩერდა
მთაწმინდის პარკი გახსნის მოლოდინშია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეთო გიგიაძემ განუცხადა, ობიექტი 28 ნოემბრიდან დაკეტილია, ამის მიუხედავად, ადმინისტრაცია თანამშრომლების შენარჩუნენებას მაქსიმალურად ცდილობს.
როგორც გიგიაძე აცხადებს, კომპანიის მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თანამშრომლებს ხელფასი სრულად გადაუხადოს.
„ვფიქრობთ, რომ 1 მარტამდე ვიქნებით დაკეტილი, რადგან ჩვენ ტრანსპორტზეც ვართ დამოკიდებული. ჯერ არ გვაქვს გასართობი ობიექტების გახსნის უფლება,“ - აცხადებს ეთო გიგიაძე.
მისი ინფორმაციით, მთაწმინდის პარკში ბევრი ახალი პროექტის განხორციელება იგეგმება, თუმცა ნაწილის რეალიზება დროებით შეჩერდა, ნაწილის განხორიციელება კი მაინც მიმდინარეობს.
"ბ3ვრი პროექტი გაგვიჩერდა, უდიდესი ზარალი მივიღეთ, ამას არც სჭირდება ჩვენი ახსნა, გაურკვეველ სიტუაციაში ვართ,“ -აცხადებს გიგიაძე.