ბიზნესი
07/04/2023

მსოფლიო წამყვანი კომპანიების მენეჯერებისა და საინვესტიციო კონსულტანტების მორიგი გაცნობითი ტური გაიმართა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველოში ბიზნეს  სერვისების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის მსოფლიო წამყვანი კომპანიების მენეჯერებისა და საინვესტიციო კონსულტანტების მორიგი გაცნობითი ტური გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ამჯერად BPO (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი) სექტორის 10-ზე მეტი მაღალი რანგის მენეჯერი ეწვია აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, მექსიკიდან და სამხრეთ აფრიკიდან.

ტურის მიზანია საქართველოში ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების კუთხით საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა. საქართველოში ვიზიტისას საინვესტიციო კონსულტანტებმა შეხვედრები გამართეს კერძო და საჯარო უწყებებთან, გაეცნენ ქვეყნის ბიზნეს კლიმატს და BPO სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს.

საინვესტიციო კონსულტანტების თქმით, საქართველო დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა და ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელიც ეძებს მრავალენოვან მიმართულებას შთამბეჭდავი ტექნოლოგიური უნარებით, შესანიშნავი ინფრასტრუქტურითა და ბიზნესისადმი მეგობრული მთავრობით, საქართველო უნდა იყოს მათი სიის სათავეში.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გასულ თვეებში გამართულმა საინვესტიციო გაცნობითა ტურებმა  აჩვენა, რომ მსგავსი ინიციატივები ეფექტურია როგორც ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023