ბიზნესი
21/06/2021

მსხვილი ბიზნეს მედია ჰოლდინგი fDi intelligence საქართველოზე წერს

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და ცნობილმა ბიზნეს მედია ჰოლდინგმა, Financial Times-ის ჯგუფის წევრმა, fDi Intelligence-მა საქართველოს შესახებ სპეციალური გამოცემა მოამზადა, რომელშიც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო გეგმებია ასახული.

„Georgia Pushes its Boundaries – The Country is Positioning Itself as the Next Global Trade Hub“ - გამოცემა საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ეხმაურება და მოიცავს როგორც მაღალი პოტენციალის მქონე სექტორების მიმოხილვას, ასევე ინტერვიუებს არსებულ ინვესტორებსა და ეკონომიკური მიმართულებების წარმომადგენლებთან.

ერთ-ერთ რესპონდენტს შორისაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი. 

”საქართველოში 10 წლის წინ ვიყავი და ახლა ის სულ სხვა ქვეყანაა - როგორც ვიზუალური, ისე განვითარების თვალსაზრისით”, - ამბობს კატარინა ბიორლინ ჰანსენი. ის ვარსკვლავურ რეფორმატორად ასახელებს საქართველოს და მიღწეულ წარმატებებს შორის მაგალითად მოჰყავს ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ინსტიტუტების გაძლიერება და კორუფციის აღმოფხვრა, რომელიც ახლა ძალიან დაბალია.

იქვე ნათქვამია, რომ მთავრობის მცდელობამ ბიზნესის მაქსიმალურად გამარტივებას შეუწყო ხელი და მსოფლიო ბანკის Doing Business-ის უახლეს რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა - ევროპაში კი დანიი შემდეგ მოხვდა. 

სტატიაში ასევე ნათქვამია საქართველოს სუვერენული რეიტინგის შესახებაც.  მაჩვენებელი მცირე და მეტად ღია ეკონომიკის მიუხედავად, Fitch Ratings-ის ასოცირებული დირექტორის კიტ იუნგის თქმიღ, მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მკაცრმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ და დისციპლინამ ხელი შეუწყო საქართველოს ყოფილიყო მდგრადი რეგიონის შოკების მიმართ.

აღნიშნული გამოცემა, fDi Intelligence Magazine-თან ერთად, როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონულ ფორმატში გამოვიდა.

მნიშვნელოვანია, რომ fDi Intelligence Magazine-ს 15,500-მდე გამომწერი ჰყავს, საიდანაც თითქმის 85% მულტინაციონალური კომპანიების მაღალი დონის მენეჯერები არიან. ამასთან, fDi Intellegence Magazine ვებგვერდს 36,000 რეგისტრირებული გამომწერი ჰყავს, საიდანაც დაახლოებით 54% მაღალი დონის მენეჯერები ან საინვესტიციო კონსულტანტები არიან.

 

Businesspartner