ბიზნესი
14/06/2022

მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის რაოდენობა გაიზრდება 

მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის რაოდენობა გაიზრდება. ცვლილება "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონში შედის, რომლის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები:  დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი, ლევან მგალობლიშვილი, გოჩა ენუქიძე.

დღეის მდგომარეობით, მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფეიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 4 ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარს.

კანონპროექტით კი, მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა 4 ლარიდან 10 ლარამდე გაიზრდება, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარიდან 11 ლარამდე.

მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა არ შეეხება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობებს, რა დროსაც მოსაკრებლის ოდენობა ისევ დარჩება არაუმეტეს 4 ლარი. 

კანონპროექტით, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა გათვალისწინებულია ეტაპობრივად, რადგან, ინიციატორების თქმით, გადამხდელისთვის ეს ზრდა არ იყოს დაუგეგმავი ფინანსური ხარჯის ზრდა. 

მოსაკრებელი 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ლარამდე გაიზრდება, 2024 წლის 1 იანვრიდან 8 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 10 ლარამდე. 

რაც შეეხება საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 2023 წლის 1 იანვრიდან 7 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 9 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 11 ლარამდე.

"პროექტის მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოებს (მუნიციპალიტეტებს) მეტი რესურსის მობილიზების შესაძლებლობა ექნება ბიუჯეტში (გამომდინარე იქიდან, რომ კანონით დადგენილი მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა გაიზრდება და შესაბამის მუნიციპალიტეტსაც, თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად, შეეძლება მის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც გაზარდოს ამ მოსაკრებლის ოდენობა კანონით დადგენილმაქსიმალური ოდენობის ზღვრის ფარგლებში). დამატებითი რესურსის მობილიზება კი კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ნებართვის გაცემის ადმინისტრირების პროცესს.

კანონპროექტის მიღება, გავლენას იქონიებს თავად სანებართვო მოსაკრებლის
გადამხდელზეც, გამომდინარე იქიდან, რომ ეტაპობრივად, წლების მიხედვით მოხდება სანებართვო მოსაკრებლის ოდენობის ზრდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მოსაკრებლის გადამხდელის მიერ გადახდილი გაზრდილი ოდენობა, რომელიც სრულად მიიმართება ადგილობრივ ბიუჯეტში, ერთმნიშველოვნად შეუწყობს ხელს პროცესის ადმინისტრირების კიდევ უფრო გაუმჯობესებას", - წერია განმარტებით ბარათში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023