ბიზნესი
31/03/2023

მრავალბინიანი საცხოვრებელი მაღლივი შენობის ავტოსაშხეფი სისტემის დაყენება 2028 წლამდე გადავადდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დადებითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებაში (ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ შესახებ) და მრავალბინიანი საცხოვრებელი მაღლივი შენობის ავტოსაშხეფი სისტემის დაყენების ვალდებულება ბინებში გადავადდა 2028 წლის 1 აპრილამდე.

მთავრობის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ტექნიკური სტანდარტის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დეველოპერული და სამშენებლო პროფილის მქონე კომპანიებთან კონსულტაციები. საგულისხმოა, რომ წამყვანი დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები ერთხმად აღიარებენ, რომ ნორმატიული აქტის არსებული რედაქცია არ ითვალისწინებდა ქვეყანაში არსებულ რეალურ მოცემულობას, მეტიც, მისი დანერგვა უთუოდ გამოიწვევდა გაუთვალისწინებელ „გვერდით მოვლენებს“ და ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ დეველოპერულ საქმიანობაზე, არამედ მნიშვნელოვან დისკომფორტს შეუქმნიდა თავად ბინის მესაკუთრეებს.

2023 წლის 23 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წარადგინა ზემოხსენებულ წევრ კომპანიებთან შეჯერებული, არგუმენტირებული დასაბუთება.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მადლობას უხდის შესაბამის სამთავრობო უწყებებს, ასოციაციის წევრ კომპანიებსა და პროცესში ჩართულ მხარეებს კონსულტაციებში აქტიური მონაწილეობისთვის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023