ბიზნესი
02/11/2021

მოცვი, ასკილი, კოწახური - რა ეღირება მათი ტყეში მოპოვება

კომერციალიზაციის მიზნით, ტყეში არამერქნული რესურსის და მერქნიანი მცენარეების პროდუქტის მოსაპოვებლად სპეციალური ნებართვაა აუცილებელი.

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც მოსაკრებლის ოდენობას განსაზღვრავს. ცვლილება შედის "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ" კანონში. მოსაკრებელი დადგინდება იურიდიული პირებისთვის. 

კანონპროექტით, მოცვის ნაყოფის მოსაპოვებლად 1 კგ-ზე მოსაკრებლის ოდენობა იქნება 0.61 ლარი.

თეთრყვავილას ბოლქვები, ყოჩივარდას გორგლები - 1კგ-ზე 0.1 ლარი.

სოჭის გირჩა - 1კგ-ზე  0.60 ლარი. 

მოცვის ფოთოლი - 1კგ-ზე 0.1 ლარი. 

ხარისშუბლა - 1კგ-ზე 0.06 ლარი. 

ასკილის ნაყოფი - 1კგ-ზე 0.07 ლარი. 

მაჟალოს ნაყოფი - 1კგ-ზე 0.07 ლარი. 

ქაცვის ნაყოფი - 1კგ-ზე 0.23 ლარი. 

ფარსმანდუკის ყვავილი - 1კგ-ზე 0.09 ლარი.

ფურისულას ფესვი - 1კგ-ზე 0.2 ლარი. 

ფურისულას ყვავილი - 1კგ-ზე 0.78 ლარი. 

ცხენისკბილას ბოლქვი - 1კგ-ზე 0.08 ლარი. 

კოწახურის ნაყოფი - 1კგ-ზე 0.2 ლარი. 

კუნელის ნაყოფი - 1კგ-ზე 0.06 ლარი. 

სხვა სახეობებისთვის - 1კგ-ზე 0.01 ლარი. 

"იმისთვის, რომ წახალისდეს სატეო ეკონომიკის ეს ნაწილი, ტარიფი იქნება მინიმალური", - განაცხადა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა მაია ბითაძემ.