ბიზნესი
25/05/2021
მომავალ კვირაში თბილისში რესტორანი "ნინიას ბაღი" იხსნება
მომავალ კვირაში თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ცნობილი შეფმზარეული მერიკო გუბელაძე ახალ რესტორან „ნინიას ბაღს" ხსნის.
რესტორანი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 200 000 დოლარია, მისულ სტუმრებს გაუმასპინძლდება როგორც ქართული, ისე შუა აღმოსავლური კერძებით. მათ შორის, სპარსული შტირხებით.
„რესტორანი განსახვავებული კონცეფციით გაიხსნება. უზნაძეზე არის ძველებური, თბილისური სახლი ულამაზესი ბაღით, რომელიც წინა საუკუნის დასაწყისში აშენდა. რესტორნის დიზაინიც მას მოერგო,“ - აცხადებს მერიკო გუბელაძე.
„შავი ლომის“ და „ლეილასა“ შემდეგ „ნინიას ბაღი“ შეფ-მზარეულისა და რესტორატორის მერიკო გუბელაძის მიერ დაფუძნებული მესამე რესტორანია. რაც შეეხება „ლისი ლაუნჯის“, ობიექტი პანდემიის გამო დაიხურა და აღარ გახსნილა.