ბიზნესი
22/09/2021

მოიჯარეები საიჯარო ქირისგან და პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდებიან - მერიის მხარდაჭერა ბიზნესს

თბილისის მერიამ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა შეიმუშავა, რომელიც საზოგადოებას დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ გააცნო. 

"ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზარალდა ეკონომიკური სექტორი. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ შემუშავებული გვაქვს მათი მხარდაჭერის პროგრამა",- აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. 

ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში:  

თბილისის მუნიციპალიტეტის 700-მდე მოიჯარე სრულად გათავისუფლდება 2021-2022 წლებში გადასახდელი 11 მილიონამდე ლარის საიჯარო ქირისგან. 

160-მდე ღია კაფეს მფლობელი გათავისუფლდება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 2022 წლის ბოლომდე გადასახდელი 800 000 ლარის იჯარის გადასახადისგან. 

პანდემიით დაზარალებული მუნიციპალიტეტის 1000-მდე მოიჯარეს და ღია კაფის მფლობელს შეეძლება უძრავი ქონებით სარგებლობის ვადა დამატებით 2 წლით გაიხანგრძლივოს. 

ასევე იმ მოიჯარეებს, რომლებსაც საიჯარო ვადები ეწურებათ ან ამოეწურათ 2020 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე პერიოდში, მათ მუნიციპალიტეტი სთავაზობს საიჯარო ვადების განხაგრძლივებას 2024 წლის იანვრამდე. 

პანდემიით დაზარალებულ ათასობით მუნიციპალიტეტის მოიჯარეს ქირის გადაუხდელობის გამო მილიონობით ლარის დაკისრებული და დასაკისრებელი პირგასამტეხლოები ჩამოეწერბა. 

ტურისტული ობიექტები, მეწარმეები რომლებიც ემსახურებიან ტურისტებს,  ერთჯერადად დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020