მოგებაზე საუბარი არ არის, ახლა კომპანიის შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი - ტაქსი 200-200
პანდემიის შედეგად შემცირებული აქტიურობის ფონზე, ტაქსის კომპანია 200-200-ს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავლები დაახლოებით 30%-ით შეუმცირდა.
„ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დაფუძნებელი ნიკა ხოფერია აცხადებს, რომ აქტიურობა წელს შარშანდელთან შედარებით ძალიან შემცირებულია, თუმცა 2 თვის წინანდელ მაჩვევენებლთან შედარებით აქტივობა 20%-ით არის გაზრდილი, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვებმა განაპირობა.
მისი განცხადებით, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს კადრის შენარჩუნებას. ამჟამად, 200-200-ში 17 ადამიანია დასაქმებული.
„სადამდეც შევძლებთ და სადამდეც შესაძლებელი იქნება სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ვიმუშავებთ. თუ იქნება უფრო მძიმე პრობლემები, ძალიან გამჭვირვალედ დაველაპარაკები თანამშრომლებს და გადავწყვეტთ როგორ გავანაწილოთ შემოსავლები. აქ მოგებაზე საუბარი არ არის, ახლა კომპანიის შენარჩუნებაზეა ვფიქრობთ“, - აცხადებს ხოფერია.
რაც შეეხება ფასებს, ნიკა ხოფერია აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით გაზრდილია ფასებიც, თუმცა, ეს ეროვნული ვალუტიუს გაუფასურებიდან გამომდინარეობს.
შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 იანვრის ჩათვლით, დაიკეტა სპორტდარბაზები, სავაჭრო მოლები, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.