
ბიზნესი
01/06/2021
მობილურ ინტერნეტზე ყველაზე მეტს "მაგთის" აბონენტები ხარჯავენ
საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია კვლავ მაღალია და 148%-ს შეადგენს.
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, მობილური აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის ბოლოს 5.1 მლნ შეადგინა. ეს მონაცემი მიათითებს, რომ ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცის ბაზარზე არსებული ტარიფები და საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მომსახურებაზე მისთვის ხელსაყრელ ქსელს იყენებს. აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით ასე გადანაწილდა:
„მაგთიკომი“ – 41%
„სილქნეტი“ - 33%
„ბილაინი“ – 26%.
2020 წელს მობილურ მომსახურებაზე ყველაზე მეტს 9.9 ლარს „მაგთიკომის“ აბონენტები ხარჯავენ, „სილქნეტის“ აბონენტები - 9.3 ლარს, ხოლო ყველაზე ნაკლებს 6.1 ლარს „ბილაინის“ აბონენტები.