მირზა შაფის პროექტის ინვესტორებისთვის შეთავაზება გრძელდება
მირზა შაფის სკანდალურად ცნობილი პროექტი ისევ იყიდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის ინვესტორმა, კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ განუცხადა, დაინტერესებული პირებისთვის, ინვესტორებისთვის მისი შეთავაზება ისევ აქტიურად გრძელდება.
მისი ინფორმაციით, მირზა-შაფზე უარი კომპანიამ რამდენიმე მიზეზის გამო თქვა, ერთ-ერთი ფინანსებია. ინვესტორების მოძიების პროცესს კი ხელი კორონავირუსის პანდენიამ შეუშალა.
შეგახსენებთ, მირზა შაფის პროექტის მშენებლობის დაწყება წლების წინ დაანონსდა. კომპანიას თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებული აქვს.კრიტიკოსები პროექტს აბანოთუბნის არქიტექტურისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე უსახური კუბების ფორმის ნაგებობების განთავსება მიუღებელია.
პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბრენდ „კემპინსკისთან„ სასტუმროს მშენებლობის შესახებ შეთანხმებაა გაფორმებული.
პროექტში 60 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდებული იყო. პროექტით გათვალისწინებულია მაქსიმუმ 2-4 სართულიანი ტერასიანი შენობების, ბიზნესცენტრების, ბუტიკ-ოტელების, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის სახლების, საგამოფენო დარბაზების მშენებლობა.