ბიზნესი
08/08/2023

მიმდინარე კვირის განმავლობაში ნორვეგიული ორაგული ჰიპერმარკეტებში შევა

მიმდინარე კვირის განმავლობაში, ნორვეგიული ორაგული ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურსა“ და „აგროჰაბში“ შევა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „გურია ფიშ ფარმინგის“ დამფუძნებელმა, გიორგი ჩხაიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საწყის ეტაპზე ჰოპერმარკეტები საცდელი რაოდენობის ნორვეგიული ორაგულით მომარაგდებიან.

„სატესტო პარტიების გაგზავნის შემდეგ, ადგილობრივ ბაზარზეც აღიარეს, რომ ჩვენი პროდუქცია ნორვეგიული ორაგულის იდენტურია და ანალოგიური ხარისხისაა. რაც შეეხება ფასს,  ფასითაც ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვართ. „ -აცხადებს ჩხაიძე.

მისივე ცნობით,კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და ემირატებთან აწარმოებს, სადაც ექსპორტი 2024 წლიდან განხორციელდება. ამ ეტაპზე ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, უნდა გაიგზავნოს საცდელი პარტიებიც.  

როგორც „გურია ფიშ ფარმინგის“ დამფუძნებელი ვარაუდობს, გაყიდვების 60% ექსპორტი იქნება, ხოლო 40% ადგილობრივი ბაზარი. პროდუქცია კი „გურია ფიშის“ სახელით გაიყიდება.

რაც შეეხება HoReCa სექტორთან თანამშრომლობას, ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ნორვეგიული ორაგულის მთელი წლის განმავლობაში მიწოდება ვერ ხდება, შესაბამისად,სამასპინძლო სექტორის მომარაგება სავარაუდოდ, შუამავალი კომპანიების მეშვეობით მოხდება, რომლებიც პროდუქციის რეალიზაციას მოახდენენ.

ამას გარდა, კომპანია 3 წლის ჭრილში, ნორვეგიული ორაგულის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას გეგმავს, სადაც ნორვეგიული ორაგულის ფილე დამზადდება.

შეგახსენებთ, კომპანია გრიგოლეთში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 8,5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი დაფინანსებულია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. პროექტი გათვლილია 5 წელზე და კომპანიის მენეჯმენტი ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. მეურნეობაში 18 ადამიანია დასაქმებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023