ბიზნესი
17/05/2023

მიხო სვიმონიშვილის კომპანიამ იოგურტის წარმოება დაიწყო

დმანისში შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით იოგურტის წარმოება დაიწყო. პროექტს შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია“ ახორციელებს, რომლის დამფუძნებელი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი მიხო სვიმონიშვილია.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სკოლა „კავკასიის“ დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე, 1 სახეობის იოგურტს აწარმოებენ, რომელიც დანამატებს არ შეიცავს და აბსოლუტურად ნატურალურია.

„ჩვენი იოგურტი სარეალიზაციო  ქსელში მიმდინარე წლის ზამთრიდან ჩაეშვა.  ის ყველა იმ ობიექტში იყიდება, სადაც ჩვენი სხვა პროდუქცია, მათ შორის - „გუდვილის“ ქსელში. იოგურტი ჩამოსხმულია, მაწვნის მსგავსად, 360 მლ-იან ქილებში, თუმცა მაწონზე ძვირი ღირს და მაღალ საფასო სეგმენტში გადის“,- აღნიშნა თინათინ მახარაძემ.

მისივე განმარტებით, „კავკასიას“ იოგურტი, რომელიც ამავე ბრენდის ქვეშ იყიდება, იშვიათი პროდუქტია ქართულიი ბაზრისთვის, რადგან იოგურტი დანამატების გარეშე, საქართველოში დეფიციტურია. „სწორედ ამიტომ, მასზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია“, - განარტა მახარაძემ.

მისივე თქმით, შვეიცარიული აგრარული სკოლა, ამჟამად, იოგურტების ახალი სახეობის დამატებას არ გეგმავს, თუმცა, ზაფხულიდან კარაქის წარმოებას აპირებს.

შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში  შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით, სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს. სკოლის ბაზაზევე, შვეიცარიული ტექნოლოგიით 5 დასახელების ყველი იწარმოება, რომელიც სარეალიზაციო ქსელში 2022 წლიდან გამოჩნდა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022