ბიზნესი
05/03/2021

მიხო სვიმონიშვილი დმანისში შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით ყველის წარმოებას იწყებს

დმანისში შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით ყველის წარმოება იწყება.

პროექტს ახორციელებს შვეიცარიული აგრარული კოლეჯი “კავკასია“, რომლის დამფუძნებელი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი მიხო სვიმონიშვილია. პროექტს ბიზნესმენი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა აპრილში გაიხსნება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კოლეჯის დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა, ქარხნის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს მანქანა-დანადგარების მონტაჟი.

მახარაძის განმარტებით, ქარხანა რძის პროდუქტების სრული ასორტიმენტის წარმოებას შეძლებს, თუმცა საწყის ეტაპზე 10-ზე მეტი სახეობის ყველის წარმოება იქნება შესაძლებელი. მათ შორის იქნება როგორც ქართული, ისე შვეიცარული ყველის სახეობები.

მისი განცხადებით, საწყის ეტაპზე დაგეგმილია ყველის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, სამომავლოდ კი დმანისში წარმოებული ყველი ექსპორტზეც გავა.  სატესტო პარტიის წარმოება მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. რაც შეეხება ბრენდს, შესაძლოა მისი გაყიდვა „კავკასიის“  სავაჭრო ნიშნით მოხდეს.

შვეიცარიული აგრარული კოლეჯი “კავკასია“ პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს. მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს დღეებში „კავკასია“ ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს განათლების სამინისტროში შეიტანს.

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში  შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით  კოლეჯი და საცხოვრებელი კამპუსი უკვე აშენებულია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022