ბიზნესი
22/09/2021

მერია ვარკეთილის მესამე მასივის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას დაიწყებს

თბილისის მერია ბიზნესს ავარიუსი სახლების ჩანაცვლების პროგრამას სთავაზობს. 

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, განხორციელდება ვარკეთილის მესამე მასივის განახლების პროგრამა. 

მისი თქმით, ეს არის 72 ჰა. ტერიტორიაზე გაშენებული თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ავარიული უბანი, სადაც 5 000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, შენობების ჯამური რაოდენობაა 401. მათ შორის 166 ავარიული შენობაა.

"ამ პროექტის ჩანაცვლების კონცეფცია შევიმუშავეთ, რომელიც შედგება როგორც ვიზუალური გეგმარებისგან, ასევე ეკონომიკურად გამართული მოდელირებისგან. ტერიტორია დაყოფილია 15 სექტორად, სადაც შესაძლებელია 15 გრგ არეალის დამუშავება დეველოპერული კომპანიების მიერ. მათ ეძლევათ თანაბარი ეკონომიკური პარამეტრები და შესაძლებლობები", - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. 

მერის მოადგილის ინფორმაციით, ტერიტორიის მთლიანი სამშენებლო მოცულობა შეადგენს 750 000 კვ.მ-ს, ხოლო მთლიანად პროექტის ეკონომიკური ბრუნვაა 0.5 მლრდ დოლარი. 

"ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა გახლავთ საბინაო ფონდის განახლების, ურბანული ქსოვილების გაჯანსაღების პროგრამა, ასევე არის სოციალური პროგრამა, ვინაიდან ის ითვალისიწნებს ჩვენი მოქალაქეების ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ კეთილდღეობას. ჩვენ ამ პროგრამას ვახორციელებთ სამშენებლო კომპანიებთან ერთად. ეს არის უსაფრთხო და სტაბილური პარტნიორობის მოდელი, რომელსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ. თავად მუნიციპალიტეტი მოამზადებს სამშენებლოდ თითოეულ პროექტს და ტენდერის საფუძელზე გადასცემს გამარჯვებულ კომპანიას, რომელსაც არ უწევს არანაირი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა - არც პროექტის მომზადება, არც მშენებლობის ნებართვის მიღება. გადაეცემა მას კონკრეტული პროექტი და უნდა დაიწყოს მისი განხორციელება",- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020