მეორე ტალღის ეკონომიკური ეფექტი ერთად უნდა შევაფასოთ - პრემიერი ბიზნესთან შეხვედრას გეგმავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, სავარაუდოდ, ხვალ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. მთავარი საკითხი კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე ქვეყანაში არსებული რეალობაა.
„ხვალ მაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა. სწორედ ამ მიზნით, რომ შემდგომი მეორე ტალღის შესაძლო ეკონომიკური ეფექტი ერთად შევაფასოთ და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის დახმარების სხვადასხვა მექანიზმზე ვისაუბროთ. ისევე როგორც ვისაუბროთ ბიზნესის პასუხისმგებლობაზე, რომ საკუთარ დასაქმებულებს გაუფრთხულდნენ. ბოლო თვეების განამავლობაში ყვლანაირად ვუდგავართ გვერდით ბიზნესს. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. ეს არ არის ის დრო, როდესაც ბიზნესი მარტო შეძლებს თავის გადარჩენას მთავრობის დახმარების გარეშე, ან მოქალაქეების გარეშე. ეს შეუძლებელია. საერთო გამოწვევა - ჩვენი ვალდებულებები უნდა გადავინაწილოთ, რესურსები შევაფასოთ და ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი“,- განაცხადა გახარიამ.