ბიზნესი
08/06/2023

მეჰმედ მელექი: წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით, თურქული Ozdilek-ის კიდევ 4 მაღაზია გაიხსნება

Ozdilek-ის ბრენდის მაღაზიები, ბათუმის შემდეგ, უკვე თბილისსა და რუსთავშიც გაიხსნა. როგორც „ბიზნესპარტნიოს“ კომპანია „ტექნო ჰაუსის“ დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა, ამ ეტაპზე, Ozdilek-ის თურქული საოჯახო ტექსტილის შეძენა მომხმარებელს დედაქალაქში შემდეგ სავაჭრო ცენტრებში შეუძლია: „ისთ-ფოინთი“, „გლდანი მოლი“, „სითი მოლი“.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, Ozdilek-ის ბრენდის მაღაზიის გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს „გორი მოლთანაც“.

„გარდა ამისა, გვინდა რომ ბათუმში Ozdilek-ის კიდევ ერთი მაღაზია დავამატოთ და ამაზეც ვმუშაობთ აქტიურად. თუ მოვასწარით, წლის ბოლომდე თურქული საოჯახო ტექსტილის ბრენდის , Ozdilek-ის კიდევ 4 მაღაზიას გავხსნით საქართველოში“, - აღნიშნა მეჰმედ მელექმა.

„ტექნო ჰაუსის“ დირექტორის განმარტებით, საქართველოს ბაზარზე თურქული ტექსტილი საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს და შესაბამისად, მზარდია Ozdilek-ის ცნობადობა და მისი გაყიდვების მაჩვენებელიც.

„ჯერ ძალიან ახალია ეს პროდუქტი ქართველი მომხმარებლისთვის,თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ Ozdilek სამომავლოდ საქართველოში ყველაზე მოთხოვნად და გაყიდვად საოჯახო ტექსტილის ბრენდების სამუელში მოხვდება“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიოს“ მეჰმედ მელექმა.

შეგახსენებთ, კომპანია „ტექნო ჰაუსმა“, რომელიც საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდ BEKO-ს წარმოადგენს, საოჯახო ტექსტილის ბიზნესში აქტიურად შესვლა, გასულ წელს გადაწყვიტა. კომპანიამ ბიზნესის გაფართოება ბათუმიდან დაიწყო და ახლა უკვე Ozdilek-ის პროდუქციას თბილისსა და რუსთავშიც ყიდის.

პროექტში, საწყის ეტაპზე, $600 000-ის ინვესტიცია ხორციელდება. მეჰმედ მელექი ამბობს, რომ ეს ნიშა საქართველოში თავისუფალია და საოჯახო ტექსტილი ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023