ბიზნესი
21/09/2023

"მეღვინეებმა და მევენახეებმა კომპეტენტური ადამიანებისთვის კითხვების დასმა უნდა ისწავლონ"

"მეღვინეებმა და მევენახეებმა უნდა ისწავლონ კომპეტენტური ადამიანებისთვის კითხვების დასმა,"- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან“"რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის" დამფუძნებელმა, გიორგი ალადაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ხშირად მეღვინეებს უჭირთ საკუთარი შეცდომისა და პრობლემის აღიარება, ამასთან, პრობლემაა ცნობიერების ამაღლების საკითხიც. სექტორში კი ბევრი განათლებული ადამიანია, შესაბამისად, ღვინის განვითარებისათვისა და ხარისხის გაუმჯობესებისათვის, საჭიროა მათი აზრის გათვალისწინება. 

"ამ სფეროში, ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის პატივისცემა და დისციპლინა, რომელიც გვაკლია. ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს ამ სფეროში კომპეტენტური ადამიანისთვის კითხვის დასმა , თუ როგორი იყო ღვინო, სად გვაქვს ხარვეზი და რისი გამოსწორებაა საჭირო, "-განაცხადა ალადაშვილმა.

ცნობისთვის, "რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა" თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში ბიოღვინოს აწარმოებს. ვენახი 2 ჰექტარზეა გაშენებული, ღვინო კი ბიოდინამიური მეთოდებით იწარმოება.

 

 

Businesspartner