ბიზნესი
30/10/2023

Mastercard-ის დელეგატმა თბილისის აბრეშუმის გზის 2023 წლის ფორუმზე ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამაზე ისაუბრა

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომლის მთავარი თემა 2023 წელს „დაკავშირებადობა“ იყო, საქართველოში მეოთხედ ჩატარდა.

2023 წლის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა - 2000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. მაღალი დონის სესიებზე, რომლებიც ორი დღის განმავლობაში რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა,   ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

„აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობდნენ როგორც პოლიტიკური პირები, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო, მათ შორის საფინანსო და დონორი ორგანიზაციების (მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, საერთაშორისო კორპორაციების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო რანგის ექსპერტები.

Პანელური სესია - ტურიზმი საზღვრებს მიღმა: (Tourism Beyond Borders: Navigating the Changes) სიტყვით გახსნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ: გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი  ნატალია ბაიონა, EUROCONTROL ევროპული მწვანე ცის დირექტორი ფილიპე მერლო,   Fly Dubai-ის  კომერციული ოპერაციებისა და ციფრული ვაჭრობის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიჰუნ ეფენდი,  Mastercard-ის აფრიკის, ახლო აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ ევროპის ვიცე პრეზიდენტი ჰაისამ ფახმი.  დისკუსიის დროს გამომსვლელებმა დეტალურად ისაუბრეს, თუ რა მეთოდებით ხდება ტურისტების მოზიდვა საქართველოში და როგორ უწყობენ ამ პროცესს ხელს სხვადასხვა ორგანიზაციები.

Ჰაისამ ფახმი, Mastercard-ის აფრიკის, ახლო აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ ევროპის ვიცე პრეზიდენტი - “ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში, Mastercard-მა დაანონსა ახალი ტურისტული პარტნიორობა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომელიც მიზნად ისახავს სექტორში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას, რათა დაეხმაროს მათ ახალი აუდიტორიის მოზიდვაში. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისთვის გადაცემული, Mastercard Tourism Insights პროგრამა მათ Საშუალებას აძლევს გამოიყენონ ანონიმური და აგრეგირებული გადახდის მონაცემები - მოგზაურობის წინ - მომხმარებელთა ქცევის, განწყობებისა და ხარჯვის ჩვევების გამოსავლენად, რაც, თავის მხრივ, საშუალებას აძლევთ, მიიღოს უკეთ დაგეგმილი სტრატეგიული გადაწყვეტილებები.”

სესიების მოდერატორები იყვნენ BBC-ის, Bloomberg-ის, Deutsche Welle-ს წამყვანი ჟურნალისტები.  ღონისძიებებს 200-მდე ადგილობრივი და უცხოელი  ჟურნალისტი აშუქებდა.

ფორუმის ფარგლებში კერძო სექტორის მონაწილეობით 250-ზე მეტი  B2B შეხვედრა გაიმართა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023