ბიზნესი
14/07/2023

მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით დაგეგმილი აქცია გადაიდო

მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით დაგეგმილი აქცია გადაიდო. როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 14 ივლისს ჩანიშნული აქცია აღარ გაიმართება.

"აქცია გადაიდო, იმიტომ რომ დაღერღილი ხორბლისა და ქერის იმპორტი შეიზღუდა 2023 წლის პირველ ნოემბრამდე. აგრეთვე მივიღეთ სიტყვიერი დაპირება, რომ სასურსათო ხორბლის ფასი გაიზრდება 70 თეთრამდე და გადაიხედება საბანკო სესხების პრობლემა იაფი აგროკრედიტის ფარგლებში. ასევე დავაკვირდებით ბაზარზე არსებულ მოვლენებს და აქტიურად მოგაწვდით მარცვლეულის ფასის ცვლილებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას"- აღნიშნულია მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაღერღილი ხორბლის იმპორტი 2023 წლის 1 ნოემბრამდე შეიზღუდა. მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა. 

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023