ბიზნესი
11/03/2022
მარტში იპოთეკური სესხების მოცულობამ მნიშვნელოვნად დაიკლო
TBC Capital-ის განახლებული მონაცემებით, 1-8 მარტის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობამ მნიშვნელოვნად დაიკლო და წინა წელთან შედარებით ზრდამ 20% შეადგინა.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, 1-4 მარტის პერიოდში, თბილისის
საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 21%-ით აჭარბებს წინა წლის მაჩვენებელს.