ბიზნესი
01/04/2021

მარჯანიშვილის თეატრი: აპრილის ბოლომდე ყველა ბილეთი გაყიდულია

თეატრები მუშაობას დღეს განაახლებენ, თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრებას უკვე მაყურებლებიც შეძლებენ.

როგორ ემზადებიან გახსნისთვის, რა რეგულაციებით მოუწევთ მუშაობა და რა მოლოდინით ხვდება კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი - ამ თემაზე „ბიზნესპარტნიორს“ ეკა მაზმიშვილი ესაუბრა. 

თეატრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე თეატრი წარმოდგენებს მხოლოდ შაბათ-კვირას გამართავს, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვირის დღეებიც დაემატება.

მაზმიშვილი აცხადებს, რომ მარჯანიშვილის თეატრი პრემიერებს 3-4 აპრილს გამართავს.

„ე.წ კომენდანტის საათის გამო სპექტაკლები 4 საათზე დაიწყება, ამის გამო სამუშაო დღეებში წარმოდგენები არ გაიმართება. თუმცა განვიხილეთ ეს საკითხი და სპექტაკლებს შუა კვირასაც დავამატებთ, თუმცა არა ყოველ დღე,“ - აცხადებს მაზმიშვილი.

მაყურებლის მხრიდან აქტივობასთან დაკავშირებით, მაზმიშვილი აცხადებს, რომ აპრილის ბოლომდე სპექტაკლებზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

„თეატრი იხსნება ისე, თითქოს ის ერთი წელი, როცა დახურულები ვიყავით, არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ თეატრი კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნებაა საქართველოში. აფიშის გამოცემიდან დაახლოებით 2 საათში, ბილეთების 70% გაყიდული იყო,“ - აცხადებს ეკა მაზმიშვილი.

კითხვაზე, რა მოლოდინი არსებობს, გაგრძელდება თუ არა მაყურებლის მხრიდან ასეთი აქტივობა თუ ეს პირველ ეფექტს უნდა მივაწეროთ,  ეკა მაზმიშვილი  განმარტავს, რომ მარჯანიშვილის თეატრს უკვე არაერთი პრემიერა აქვს მზად, შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ მაყურებელი აქტივობას მომავალშიც გააგრძელებს.

„სეზონზე ჩვენს თეატრს ჰყავდა 60 000 მაყურებელი, ახლა ბევრად შემცირებული იქნება ეს რიცხვი რეგულაციებიდან გამომდინარე. თუმცა, მაყურებლის მხრიდან ინტერესი განელებული არ არის. რაც შეეხება რეგულაციებს და მის დაცვას, არ ეტაპზე არ მგონია, პრობლემა შეგვექმნას, რადგან ტრეინინგებსაც გავდივართ. მაყურებლის ნაკადების მართვა არ უნდა გაგვიჭირდეს,“ - აცხადებს მაზმიშვილი.

მისი ინფორმაციით, რეგულაციების დაცვით მუშაობა თეატრს ფინანსურად  დიდ დარტყმას მიაყენებს, შემოსავლები ნაკლები იქნება, თუმცა მსახიობების ხელფასებს და კომინალურ ხარჯს უზრუნველყოფს ბიუჯეტი.

"ბევრად მეტ პრობლემას შექმნიდა და მომავალი სპექტაკლების დადგმა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, რომ არ გვყვავდეს ჩვენი პარტნიორები, მაგალითად, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, რომელთანაც  თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ", - განმარტავს თეატრის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო თეატრები იხსნება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023