მარიამ მანჯგალაძის სახელოსნო: წელს საახალწლო დეკორაციაზე მოთხოვნა გაორმაგებულია
"მარიამ მანჯგალაძის სახელოსნოს" დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ საახალწლო დეკორზე მოთხოვნა, წინა წელთან შედარებით, გაორმაგებულია.
"საახლწლო სეზონი ჩვენთან ოქტომბრიდან იწყება და 31 დეკემბრამდეც კი გრძელდება. ბოლო 3 წელია საახალწლო დეკორაციებზე მოთხოვნა ძალიან მზარდი ტენდენციით გამოირჩევა და ხშირად იმდენი შეკვეთაა, რომ დამზადებას ვერ ვასწრებთ. წლის სხვა პერიოდებთან შედარებით, ზამთარში მოთხოვნა 80%–ით გაზრდილია.
საახალწლო დეკორაციების ფასები დაახლოებით 50 ლარიდან იწყება და შემდეგ უკვე მომხმარებლის სურვილის მიხედვით განისაზღვრება, როგორი მასალა, ზომა და დეტალები უნდა. ხშირად ჩვენი მომხმარებელები კომპანიები და სასტუმროები არიან. მინდა აღვნიშნო, რომ კორპორატიულ შეკვეთებზე მოთხოვნა ისეთივი მაღალია, როგორც ინდივიდუალურზე, ამასთან, ინივიდუალური შეკვეთის დროსაც თითქმის ყოველთვის რამდენიმე სახის დეკორს გვიკვეთავენ."–ამბობს მარიამ მანჯგალაძე.
მისივე თქმით, შოურუმი არ აქვს იმის მიუხედავად, რომ იყო რამდენიმე შეთავაზებაც და ამ ეტაპზე, ყველაფერს სახლში მოწყობილ სახელოსნოში აკეთებს.
"ყველაფერს საკუთარი ხელით ვქმნი, ვარჩევ ფერებს, დიზაინს, რაც საკმაოდ შრომატევადია. დეკორაციებისთვის ვიყენებ ხეს, მეტალს და უამრავი სახის მასალას, რომელიც ადგილობრივია, თუმცა მომხმარებლის სურვილის მიხედვით მასალების გამოწერაც შესაძლებელია. სამომავლო გეგმაშია გაფართოება და საკუთარი სახელოსნოს გახსნა, რომელიც არამხოლოდ დეკორის დასამზადებელი სივრცე იქნება, არამედ სასწავლებელი სტუდია, რომელსაც ერთგვარი სოციალური პროექტის კონცეფცია ექნება."–აღნიშნავს მარიამი.
შეგახსენებთ, რომ კომპანია 7 წლის წინ შეიქმნა და საახალწლო დეკორაციასთან ერთად, მომხმარებებს სახლისთვის სხვადახვა ხელნაკეთ ნივთებს სთავაზობს, ასევე ღონისძიებების, დაბადების დღის, გარე სივრცეების, მოწყობა/გაფორმებას უზრუნველყოფს. ყველაფერი კი ონალინ ხდება, რაც პანდემიის დროს საკმაოდ მოთხოვნადი და კომფორტულია.