ბიზნესი
13/09/2022

მარიამ გუჯაბიძე: IWSC–ის კონკურსი ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში დაეხმარება

საქართველოში 13 ოქტომბერს ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) ჩატარდება.

კონკურსის მნიშვნელობაზე და ქართველი მეღვინეებისთვის გაჩენილ შესაძლებლობებზე გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" კონკურსის კეთილი ნების ელჩი მარიამ გუჯაბიძე საუბრობს.

"ძალიან პრესტიჟული და საოცარი მოვლენა ხდება ღვინის სფეროში, ზუსტად 1 თვეში, 13 ოქტომბერს ღვინის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება. ჟიურისა და წევრების გამოცდილების საქართველოში ჩამოტანა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც ღვინის, ასევე ტურიზმის სექტორისთვისაც."–ამბობს მარიამ გუჯაბიძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი არ დამთავრდება 15 ოქტომბერს, ორგანიზაცია ქართული ღვინის პოპულარიზაციას 1 წლის განმავლობაში გააგრძელებს, მათ ყველა პლატფორმაზე და სოციალურ ქსელში.

"რაც შეეხება ჟიურის წევრებს, არ არიან მხოლოდ ღვინის სფეროს წარმომადგენლები, არიან ბაიერებიც, რომლებთან კომუნიკაციაც ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს. თითოეული ღვინის განხილვა ხდება დეტალურად და ყველა შენიშვნა, ეს იქნება დაკავშირებული გემოვნურ თვისებებთან და ა.შ. იწერება და გადაეცემათ მონაწილეებს. გარდა იმისა, რომ ვიღაც გაიმარჯვებს, ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება ყველასთვის. მაგალითად, მცირე მარნებს შეეძლებათ წავიდნენ საზღვარგარეთ, გააგზავნონ თავიანთი ნიმუშები და გახდნენ ამ საზოგადოების წევრი. უკვე გამოცხადდა IWS-ის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია, რომელიც 7 ოქტომბრამდრ გაგრძელდება, ხოლო მეღვინეებმა ნიმუშები უნდა წარადგინონ ღვინის ეროვნულ სააგენტოში”,-აღნიშნავს მარიამ გუჯაბიძე.

ცნობისთვის, კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023